გაცნობებთ, რომ ცხადდება სტაჟირების კონკურსი თსუ იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტში.
შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტი დაფუძნებულია იურიდიულ ფაკულტეტზე. სტაჟირების მიზანია ინსტიტუტის საქმიანობაში სტუდენტების ჩართულობა, მათი უნარ-ჩვევების განვითარება და ინსტიტუტის საქმიანობის ხელშეწყობა პროექტების დაგეგმვისა და ჩატარების უზრუნველყოფით.
- სავალდებულო მოთხოვნა: თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო (მე-5 სემესტრიდან) ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები.
 - სტაჟირების ფორმატი: ჰიბრიდული (დავალების სპეციფიკიდან გამომდინარე).
 - სტაჟიორის ფუნქციები: ინსტიტუტის საქმიანობის, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად ღონისძიებების, მათ შორის კონფერენციების დაგეგმვა/ჩატარება, მიმდინარე/ახალი პროექტების მხარდაჭერა და სხვ.
 - სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე.
 - სტაჟირების დასრულება: სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
 - დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო ელ.ფოსტაზე უნდა გამოგზავნოს:
	
- CV (ბიოგრაფიული რეზიუმე);
 - სამოტივაციო წერილი 1 გვერდამდე;
 - ამონაწერი სასწავლო ბარათიდან.
 
 - განაცხადები მიიღება ელ.ფოსტაზე: iclinstitute@tsu.ge სათაურის ველში მიუთითეთ "სტაჟირება შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტში".
 - განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით.
 
 
კანდიდატთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, დოკუმენტების შეფასებისა და გასაუბრების საფუძველზე.